რეზონანსი
11.03.2020

კორონავირუსით დაინფიცირებულ მაღალჩინოსანთან კონტაქტის შემდგ ქართველი ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერიძე კარანტინში მოათავსეს.

როგორც ჟურნალისტმა PIA.GE-ს განუცხადა ის თავს კარგად გრძნობს და ამ ეტაპზე ვირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება.

"რამდენიმე საათის წინ განმათავსეს საჩხერის სასტუმროში, პირველი რაც პერსონალმა გააკეთა გამიზომა ტემპერატურა. ვიმყოფები კარანტინში. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩემზე დაკვირვება მოხდება. ამ დროისთვის ტემპერატურა მაქვს 36.4, არც თავის და არც ყელის ტკივილი არ მაქვს, თავს ვგრძობ კარგად," - განაცხადა ირაკლი ვაჩიბერაძემ.

11 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 23 ფაქტია გამოვლენილი. კარანტინის რეჟიმში რცება 126 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 ადამიანი. მსოფლიოშ კორონავირუსისგან 66 578 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

"მთავრი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი კარანტინში გდაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×