რეზონანსი
11.03.2020

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის შვიდი პაციენტია მოთავსებული. ანალიზები უკვე გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. მათ შორის არის ორი წლის ბავშვი დედასთან ერთად, რომლებიც იტალიიდან ხუთი დღის წინ დაბრუნდნენ.

"კორონავირუსზე გამოსაკვლევად არის შვიდი პაციენტი შემოყვანილი. გუშინ დღის განმავლობაში მიღებულ იქნა 7 პაციენტი, რომელბსაც აღენიშნებოდათ რესპირატიული მოვლენები. მათ ან პირდაპირ, ან ირიბად ჰქონდათ კავშირი საზღვარგარეთთან ჩამოსულებთან. ღამის 11 საათზე დამთვრდა ყველას ანალიზების აღება. ყველა გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. დღეს ველოდებით პასუხს. ამ შვიდიდან ერთი არის ბავშვი, ორი წლის, დედასთან ერთად, მათი საშუალო სიმძისმის, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვთ", - ამბობს ახალი ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა თემურ ნადირაძე.

როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ამბობს, თვითიზოლაციაში არიან მისი ოჯახის წევრები.

პაციენტები ბოქსირებულ და ნახვერადბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×