რეზონანსი
11.03.2020

წყალტუბოში მდებარე სასტუმროში იტალიიდან ჩამოსული 97 მოქალაქე მოათავსეს. ისინი სასტუმროში წუხელ შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფორსის გოჩა გიორგაძის თქმით, მოქალაქეებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებათ, თავს კარგად გრძნობენ.

გოჩა გიორგაძის ინფორმაციით, მათი იზოლაცია უსაფრთხოების ზომების გამო ხდება. "ჩვენთან 97 ადამიანი შემოყვანეს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აქვთ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. უტარდებათ სამედიცონო შემოწმება, დაურიგდათ ბუკლეტები, მათი იზოლირება უსაფრთხოების გამო ხდება", -განაცხადა გოჩა გიორგაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×