რეზონანსი
11.03.2020

წყალტუბოს სასტუმროში იტალიიდან ჩამოსული 97 მოქალაქეა მოთავსებული. ისინი სასტუმროში წუხელ შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, მოქალაქეებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებათ და თავს კარგად გრძნობენ. მისივე ინფორმაციით, მათი იზოლაცია უსაფრთხოების ზომების გამო ხდება, მათ პერიოდული შემოწმება უტარდებათ და ხდება მათი ინფორმირებულობა.

სასტუმროში მოთავსებულ პირებზე დაკვირვებას სამედიცონო პერსონალი მოახდენს.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×