რეზონანსი
11.03.2020

სააკაშვილი დამპირდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალას არ გამოიყენებდა, შემდეგ გაიქაჩა და მიიღო, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ТАСС-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„მასთან ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ თემაზე, როდესაც ის პრეზიდენტი იყო. სააკაშვილს ვთხოვდი, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი არავითარ შემთხვევაში სამხედრო გზით არ გადაეჭრა და ის დამპირდა ამას. მითხრა, არასოდეს გავაკეთებ ამასო. შემდეგ გაიქაჩა და მიიღო“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაცივებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვისგან განზე გახტა.

„ჩვენ არაფერ შუაში ვართ. მადლობა უთხრან ამისთვის მიხეილ ნიკოლოზის ძეს“, - დასძინა პუტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×