რეზონანსი
11.03.2020

 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია.

„როგორც გითხარით, ეს არის ერთი წყარო, მოგზაურობაში ერთად იყვნენ, ოჯახი იყო ერთად წასული. ეს 5 პაციენტი, რომელიც ერთად შემოვიდა, აქ მყოფ ერთ პაციენტთან ერთად მოგზაურობდნენ. ამ ბავშვის მდგომარება ჯერჯერობით არის მსუბუქი. საბედნიეროდ, ბავშვები დაავადება უფრო მსუბუქად ვითარდება, ვიდრე მოზარდებში და იმედია, საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ამ ბავშვთან დაავადება არ წავა უფრო მძიმედ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

გუშინ, 10 მარტს საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც 28 თებერვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×