რეზონანსი
11.03.2020

საზოგადოება რამდენიმე დღეა უკვე “გეფას” იმ თანამშრომელზე საუბრობს, რომელმაც ვირუსი რამდენიმე ადამიანს გადასდო მათ შორის, ნიკოლოზ გამყრელიძეს, მაგრამ ცოტამ თუ უცის, მისი ვინაობა. ეს არის „გეფას“ დირექტორი მიშა აბრამიძე. იგი სწორედ ის პირია, რომელზედაც მთელი ქვეყანა საუბრობს ბოლო დღეები.

მიშა აბრამიძემ სოციალურ ქსელში წერილიც გამოაქვეყნა, სადაც ჰყვება მოგზაურობაზე და იმაზეც – რატომ და ვისთან ერთად გაემგზავრა ვენაში, როგორ უთხრა ქართველ მესაზღვრეს, რომ იტალიიდან მოდიოდა და მაინც 8 ადამიანი როგორ გაუშვეს სახლში, მათ შორის, მისი ორი შვილი.

მიშა აბრამიძეს სახლში ჰყავს ასევე ორი პატარა ბავშვი და მოხუცი დედა.

იგი ჰყვება, რომ მას მერე რაც მის მეგობარს აღმოაჩნდა ვირუსი, მეორე დღეს თავად მიმართა ინფექციურს!

წესით, მიშა აბრამიძე იმავე დღესვე უნდა გადაეყვანათ კარანტინში, რა დღესაც მის მეგობარს ანალიზი აუღეს და არა ანალიზის პასუხის მიღებიდან მეორე დღეს!

მიშა აბრამიძე ახლა ცოლთან და ორ შვილთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში წევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×