
თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივ მედიას ეს ინფორმაცია თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ გვიან ღამით მიაწოდა.
“მინდა სამწუხარო ინფორმაცია გაგაცნოთ. მოქალაქის ტესტმა, რომელზეც არსებობდა ეჭვი რომ შეიძლებოდა კორონა ვირუსი ჰქონოდა, დადებითი პასუხი გვიჩვენა. ეს არის ვირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში,” - თქვა მან.
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, თურქეთში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩავიდა და ის რამდენიმე დღის მანძილზე ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა მოუწოდა მოსახლეობას, დროებით თავი შეიკავონ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისგან. ხოლო ისინი, ვინც თურქეთში ბრუნდებიან, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩნენ.