რეზონანსი
10.03.2020

შევასრულებთ ყველა რეკომენდაციას ზიარების ცვლილების გარდა - ამის შესახებ განცხადებას დეკანოზი ალექსანდრე გალდავა "ტვ პირველის" ეთერში აკეთებს. მისი თქმით ზიარება საიდუმლოა და მართლმადიდებლური რწმენის მიხედვით კურნების ძალა გააჩნია, ამიტომ შეუძლებელია ზიარების დროს კორონა ვირუსით დაავადდეს ადამიანი.

დეკანოზის თქმით საპატრიარქო მზადაა მიიღოს ყველა სხვა პრევენციული ზომა კორონა ვირუსის წინააღმდეგ, ეს იქნება ხატების თუ მთლიანად ეკლესიის დეზინფექცია.

,,რაც შეეხება იმ მსოფლიო სურათს, რაც მართლაც შემზარავია, ყველაფერი უნდა გააკეთოს და აკეთებს კიდევაც ეკლესია, რომ რა რეკომენდაციასაც მოგვცემენ ჯანდაცვის სამინისტროდან, [შევასრულოთ] - ეს იქნება დეზინფექცია, ეს იქნება თავშეკავება, ეს იქნება პრევენციები, ერთად არ დგომა, ხატებზე თუ ერთმანეთზე ამბორი, ყველაფერი ზიარების გარდა, იმიტომ, რომ ადამიანი რომ კვდება, მაშინ ვაზიარებთ, როცა სჭირდება მას განკურნება და როგორ შეიძლება, იმით, რითაც კურნავ, რომ პირიქით დაგაზიანოს, ამაზეა ლაპარაკი",- ამბობს დეკანოზი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×