რეზონანსი
10.03.2020

კორონავირუსი დახურულ კონდიცირებად სივრცეში სულ მცირე 30 წუთი ძლებს და 4.5 მეტრამდე მანძილზე შეუძლია გადაადგილება. აღნიშნულს ცხადყოფს ჩინელი ეპიდემიოლოგების მიერ ჩატარებული კვლევა.

ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის გავრცელების კონკრეტული შემთხვევა გააანალიზეს, რომელიც ჩინეთში სამგზავრო ავტობუსში დაფიქსირდა. ავტობუსში კორონავირუსით ინფიცირებული პირი იმყოფებოდა, რომელსაც პირბადე არ ეკეთა. შედეგად შვიდი ადამიანი დააინფიცირა, მათ შორის წყვილი, რომელიც მისგან 4.5 მეტრის მოშორებით იჯდა. გარდა ამისა, ვირუსი გადაედო ავტობუსის შემდეგი რეისის მგზავრს, რომელიც ავტობუსში პირველი რეისის მგზავრების ჩამოსვლიდან 30 წუთში ავიდა.

ჩინელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კორონავირუსს შეუძლია რამდენიმე dღე გაძლოს ზედაპირზე, რომელზეც ხველის ან დაცემინების შედეგად წვეთები მოხვდა. ამავდროულად, დრო, რომლის განმავლობაშიც ინფექცია არსებობას განაგრძობს ზედაპირზე, დამოკიდებულია ტემპერატურაზე და მასალის სახეობაზე. მაგალითად, 37 გრადუსის პირობებში ვირუსი შეიძლება აქტიური იყოს ორიდან სამ დღემდე პერიოდის განმავლობაში შუშაზე, ქსოვილზე, ლითონზე, პლასტმასზე ან ქაღალდზე.

შეგახსნებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×