რეზონანსი
10.03.2020

2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, გორ­ში მოკ­ლუ­ლი 8 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის მშობ­ლებს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ. ახალ­შო­ბილს ბარ­ბა­რე და­არ­ქვეს.

პა­ტა­რა გო­გო­ნა გორ­ში, "გორ­მე­დის" ქსე­ლის დე­და­თა და ბავ­შვთა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "იავ­ნა­ნა­ში" და­ი­ბა­და. გო­გო­ნას მა­მის, მი­ხე­ილ ბე­რი­აშ­ვი­ლის თქმით, ჩვილს ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მა აქვს და ის თბი­ლის­ში, ჯო­ე­ნის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

„ყვე­ლა გვერ­დში გვიდ­გას... სა­ჭი­რო გახ­და გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, რა­შიც დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წი­ეს პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, კერ­ძოდ - მიშა მთვა­რე­ლი­ძემ.

დე­დის და ახალ­შო­ბი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბას იჩენს შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და "გორ­მე­დის" ქსე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, რის­თვი­საც ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დით" - ამ­ბო­ბენ ბე­რი­აშ­ვი­ლე­ბი.

8 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი 2018 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს, გორ­ში, მდი­ნა­რე ლი­ახ­ვის ნა­პირ­თან იპო­ვეს.

“ambebi.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×