
კორონავირუსის გამო იტალიის მთელი ტერიტორია „წითელ ზონად" გამოცხადდა. თუკი აქამდე შეზღუდვები მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებზე მოქმედებდა, ამჯერად იძულებითი თვითიზოლაციის რეჟიმი უკვე მთელს იტალიაზე ვცრელდება. 3 აპრილამდე დაიხურა ყველა სკოლა და უნივერსიტეტი; გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები და დაწესდა შეზღუდვები ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე.
შეზღუდვების დაწესებაზე ჟურნალისტებს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განუცხადა.
„დრო აღარ არის, ციფრები ინფიცირებულა მნიშვნელოვან ზრდაზე მეტყველებს. დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ჩვენ რაღაც უნდა დავთმოთ მთელი იტალიის სასიკეთოდ. ამიტომ ჩვენ ვიღებთ კიდევ უფრო მკაცრ ზომებს", - ციტირებს პრემიერ მინისტრის სიტყვებს იტალიური გამოცემა „კორიერე დელა სერა".
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქებსა და რეგიონებს შორის ადამიანების გადაადგილება მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მოხდება, რა დროსაც გადაადგილებული პირი ვალდებულია თან იქონიოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც მას მგზავრობის უფლებას აძლევს.
იმ შემთხვევაში თუ პირმა ხელისუფლება შეცდომაში შეიყვანა, მას ჯარიმა ან პატიმრობა დაემუქრება. ახალი წესები კი ძალაში ათი მარტიდან შევიდა.
იტალიის მაცხოვრებლებს შეზღუდვების ფარგლებში მთავრობამ მოუწოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ექიმი სახლში გამოიძახონ, კლლინიკებში და საავადმყოფოებში ვიზიტის უფლება კი მხოლოდ მოხუცებსა და იმ პაციენტებს ეძლევათ, ვისაც გადაუდებელი დახმარება დასჭირდება.
შეზღუდვების თანახმად, ბარები და რესტორნები 18:00 საათზე დეიკეტება. ასევე აიკრძალა დისკოთეკები, ხალხმრავალი ქორწილები და დაკრძალვის ცერმონიები. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კი ადამიანები ვალდებული არიან ერთმანეთისგან ერთ მეტრიანი დისტანცია დაიცვან.
„ჩვენ მივიღეთ ზომები, რომელიც შეიძლება გავიგოთ ასე - „მე ვრჩები სახლში". ბოლო მონაცემები ინფიცირებულ და ფატალურ შემთხვევებზე იმას მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ჩვევების შეცვლის დროა. ყველამ რაღაცაზე უნდა თქვას უარი იტალიის საკეთილდღეოდ" -განაცხადა იტალიის პრემიერმა.
ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ აკრძალვები ქვეყნის დატოვებაზე არ მოქმედებს. კონტემ განმარტა, რომ იტალიელთა საზღვარგარეთ მოგზაურობაზე შეზღუდვები არაა დაწესებული, ხოლო საზღვრებზე კონტროლი ქვეყნის შიგნით შესვლაზე გრძელდება.
მისივე თქმით, შეზღუდვები საზოგადოებრივი ტრანსპორტზე არ ხორციელდება, რათა ადამიანებმა სამსახურში მისვლა შეძლონ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბარებს და რესტორნებს მუშაობის უფლება 18:00 საათანდე იმ შემთხვევაში ეძლევათ, თუ მეპატრონე კონკრეტულ წესებს დაიცავს - რომ ობიექტზე შესულმა პირებმა ერთმანეთისგან ერთი მეტრის რადიუსის ფარგლებში დისტანცია უნდა დაიცვან. იმ შემთხვევაში, თუ რესტორანი თუ ბარი ამ წესებს არ დაემორჩილება, ობიექტი დაიხურება.