რეზონანსი
10.03.2020

ვაშინგტონის კვლევითი ცენტრი ახალი კორონავირუსის სავარაუდო ვაქცინის გამოსაცდელად მოხალისეებს ეძებს. განცხადების მიხედვით, 45 ადამიანს 14 თვის განმავლობაში 11 პროცედურა უნდა ჩაუტარდეს. ამისათვის, მსურველებს 1 100 აშშ დოლარს გადაუხდიან. განსაზღვრულია ადამიანების ასაკიც - 18-დან 55 წლამდე.

მოხალისეებს, რომლებიც სამ ჯგუფად იქნებიან დაყოფილი, განსხვავებული დოზისა და სიძლიერის ვაქცინას შეურჩევენ.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ვაქცინის უსაფრთხოების გამოვლენას რამდენიმე თვე დასჭირდება.

მსოფლიო მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 109 ათასს გადააჭარბა, 3800 გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×