რეზონანსი
10.03.2020

საქართველოს მოქალაქეები რომის აეროპორტიდან საქართველოში სპეც-რეისით ბრუნდებიან. ამბის ამსახველი ფოტო და ვიდეო-მასალა Report.ge-ს რეისის ერთ-ერთმა მგზავრმა მიაწოდა. მისი თქმით, დანიშნულია ორი რეისი, რომელთაგან ერთი, საქართველოს დროით 14:40 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე გამოფრინდება.

"აეროპორტში მშვიდი გარემოა. მოქალაქეები ვიკრიბებით, რათა შესაბამის რეისებზე გადაგვანაწილონ. ამ დროისთვის, ადგილზე 80-მდე მგზავრი ვართ", - განაცხადა მან.

იტალიაში საქართველოს საელჩოს ცნობით, მგზავრები ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროტოკოლის გათვალისწინებით ჩამოვლენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×