რეზონანსი
10.03.2020

პატარა ანიტა ფაცაციას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. გუშინ გოგონას დედის ინიციატივით, ანიტას სახელობის ფონდი ოფიციალურად დაფუძნდა. ფონდი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაეხმარება. ანიტას სახელით სიკეთის კეთება სწორედ ამ გზით გაგრძელდება.

საბანკო ნომრები და რეკვიზიტები ანიტას ჯგუფში ძალიან მალე გამოჩნდება. საქველმოქმედო ფონდს მისი ოჯახი უხელმძღვანელებს.

"მოგესალმებით, ჩვენო ადამიანებო.

ანიტას სახელით დაწყებული სიკეთის აურზაური გრძელდება. გრძელდება, ახლა უკვე ოფიციალური ფორმით და განსაკუთრებული სახელით - "ანიტას ფონდი "

ძალიან მალე, ჯგუფში გამოჩნდება ფონდის ლოგო, რეკვიზიტები, საქველმოქმედო ნომერი, ანგარიში საზღვარგარეთ მყოფთათვის.

შეიცვლება სამუშაო სპეციფიკა და სხვა სიახლეებისა და ცვლილებების შესახებაც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციებს", - აღნიშნულია გვერდზე "ანიტასთვის" გამოქვეყნებულ მიმართვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×