რეზონანსი
10.03.2020

საქართველოს სავალუტო ბაზარზე პანიკა დაიწყო. 2 დღეა ლარი კატასტროფულად უფასურდება. ამ დილით, 11.10 საათისთვის "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე გაცვლითმა კურსმა 2,87-იან ნიშნულს მიაღწია. ბოლო ორ დღეში ლარი 10 პუნქტით დაეცა და დოლარის მიმართ 3,7%-ით გაუფასურდა. გაურკვევლობაა გარე სავალუტო ჯიხურებსა და ბანკების გაცვლით პუნქტებში. ზოგიერთ შემთხვევაში დოლარის გაყიდვის კურსი 2.90-საც აღწევს. ოფიციალური კომენტარი ეროვნული ვალუტის უეცარი ვარდნის შესახებ არ გაკეთებულა. 

ამჟამად"ბლუმბერგზე" 1 დოლარი 2.85 ლარი ღირს და ვაჭრობა უცხოურ ვალუტაზე მზარდი მოთხოვნის ფონზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×