რეზონანსი
10.03.2020

საპატრიარქო კორონავირუსის გამო, ეკლესიაში ზიარების წესის ცვლილებას არ გეგმავს.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ზიარება ეკლესია-მონასტრებში ჩვეული წესით ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა საპატრიარქოს ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენების რეკომენდაციით მიმართა, თუმცა საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლას არ გეგმავს. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებას კომპანიებს სთხოვს.

"ინტერპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×