რეზონანსი
10.03.2020

ტყის ხანძრები ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა შენარჩუნებული: ვაკიჯვარსა და გომის მთაზე გურიაში, კრიხს, ხვანჭკარასა და ონში რაჭაში, თეთრიწყაროში ქვემოქართლში, რკონსა და გოსტიბეში, საჩხერე სოფელ ჭალოვანში, სამეგრელო სოფელი ლია.

„ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯამში მობილიზებულია 1000 მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი", - აცხადებენ საგანგებოში.

“report.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×