რეზონანსი
10.03.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის აზრით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც გამოჩნდება იყოს ბაზარზე და გაჩნდება შესაძლებლობა, რომ იგი შეისყიდონ ქვეყნებმა, ამის იმედი მომავალი წლის ზაფხულამდე არ უნდა გვქონდეს. ვაქცინის გამოჩენამდე, უფრო რეალურია ანტივირუსული პრეპარატის გამოჩენა.

"რეალურად, ვაქცინა, რომელიც იქნება შესაძლებელი, რომ იყოს ბაზარზე და შეისყიდონ ქვეყნებმა, ამის იმედი არ უნდა გვქონდეს მომავალი წლის ზაფხულამდე, სულ მინიმუმ. უფრო რეალისტურია, რომ ამ დაავადების სამკურნალოდ გამოჩნდეს ანტივირუსული, სპეციფიკური პრეპარატი. მოგეხსენებათ, 80% უპრობლემოდ გადაიტანს ამ დაავადებას, თუმცა, არავინ იცის ვინ იქნება ის, ვისთანაც მძიმედ განვითარდება ვირუსი. ამათთვის იქნება სწორედ საჭირო ეს პრეპარატები. საბედნიეროდ, არის წინაპირობა, რომ ზაფხულისთვის შესაძლებელია უკვე ამ პრეპარატებზე იყოს ასე ვთქვათ, კლინიკური კვლევები ჩატარებული, ამიტომ, მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ზაფხულისთვის პრეპარატი იქნება.

ყველაფერი გაკეთდება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს არის, მაქსიმალურად გავწელოთ დროში ქვეყანაში ვირუსის შიგნით გადაცემა. ეს გაუჭირდა ჩვენზე მდიდარ და მძლავრ ქვეყნებს, თუმცა ჯერჯერობით ვახერხებთ," - განაცხადა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×