რეზონანსი
10.03.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროს საკარანტინე სივრცეში წუხელ 30 ადამიანი შეიყვანეს. ყველა მათგანი სამოგზაუროდ იტალიაში იმყოფებოდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერ მაია ხელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სასტუმროში კარანტინს სულ 31 ადამიანი გადის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე დამაკმაყოფილებელია იმ ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობაც, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში, კორონავირუსის დიაგნოზით არის მოთავსებული.

„თითოეულ მათგანს მიცემული აქვს ინსტრუქცია და ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით. პირდაპირ აეროპორტიდან გადმოიყვანეს ეს ადამიანები ჩვენთან. ამ დროისათვის ვირუსის ნიშნები არც ერთ მათგანს არ აღენიშნება“, – განაცხადა მაია ხელაძემ.

1tv.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×