რეზონანსი
10.03.2020

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან მათ პნევმონია განუვითარდათ. დანარჩენებში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გაავრცელა.

„მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დაბრუნდნენ ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, სადაც არის უკვე დაფიქსირებულია კორონავირუსის თვითგადაცემა, გაუფრთხილდნენ ოჯახებს, საზოგადოებას და დარჩნენ თვითიზოლაციაში“, - განაცხადა იმნაძემ.

გუშინ ინფექციურ კლინიკაში ორ ეტაპად 33 პაციენტს ჩაუტარდა ახალ კორონავირუსზე კვლევა და ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, ყველა მათგანთან პასუხები უარყოფითი იყო. მოქალაქეების ნაწილი უკვე საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×