რეზონანსი
09.03.2020

საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი თვითიზოლაციაშია.

მმართველი გუნდის წვერი ერთი კვირა მივლინებაში იყო, დღეს კი იგი სამსახურში არ გამოცხადებულა.

ამასთან ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ, თავად დეპუტატთან დაკავშირება, თუმცა მას მობილური ტელეფონი გათიშული აქვს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის ერთი წევრის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, მინისტრის მოადგილე კი თვითიზოლაციაშია და ის ამ ფაქტს ადასტურებს.

კიდევ ერთი უწყების მაღალჩინოსანი, ეკონომიკის მინისტრი მოადგილე, გენადი არველაძე თავად აცხადებს, რომ კონტაქტი ჰქონდა მეგობართან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა და ამის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით სულ ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

წყარო:PRIME TIME

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×