რეზონანსი
09.03.2020

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წევრის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. თავად მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაშია და ის ამ ფაქტს ადასტურებს.

ცნობილია, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი საჩხერის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.

მას შეხება ჰქონდა, უკვე ყველასთვის კარგად ცნობილ მეოთხე პაციენტთან, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა და მასთან კონტაქტში მყოფი ათამდე ადამიანი დააინფიცირა.

კიდევ ერთი უწყების მაღალჩინოსანი, ეკონომიკის მინისტრი მოადგილე, გენადი არველაძე თავად აცხადებს, რომ კონტაქტი ჰქონდა მეგობართან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა და ამის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითიზოლაციაშია ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატიც.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ვაჟს, ნიკოლოზ გამყრელიძესაც.

ვინ არის ქართველი მაღალჩინოსანი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×