რეზონანსი
09.03.2020

კორონავირუსით დაინფიცირებული ქალები და ბავშვები უფრო ნაკლებად იღუპებიან, ვიდრე მამაკაცები. მეცნიერები ამ დასკვნამდე ჩინეთში ჩატარებული კვლევების შედეგებით მივიდნენ.

უხანში ვირუსით დაინფიცირებული მამაკაცების 2.8 პროცენტი გარდაიცვალა, მაშინ, როცა დაინფიცირებული ქალების მხოლოდ 1,7 პროცენტია გარდაცვლილი.

ინფორმაციას ავრცელებს უცხოური მედია.

კორონავირუსით დაინფიცირებული ბავშვებიდან 10 წლამდე არავინ გარდაცვლილა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ გაურკვეველია რატომ მოქმედებს კორონავირუსი ქალებსა და მამაკაცებზე განსხვავებულად.

თუმცა, მათი თქმით, ეს ერთადერთი ვირუსი არაა, რომელიც სქესზე ასე განსხვავებულად მოქმედებს.

პროფესორმა პოლ ჰანტერმა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტიდან BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქალებს მამაკაცებისგან განსხვავებული იმუნური სისტემა აქვთ.

"ქალები უფრო ხშირად განიცდიან აუტოიმუნურ დაავადებებს და არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომ ქალები გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულებს გამოიმუშავებენ" - აღნიშნა პროფესორმა.

ზოგიერთები კი ფიქრობენ, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ეწევიან, ვიდრე ქალები.

მოწევა კი კორონავირუსით დაინფიცირებულისთვის, შეიძლება ფატალურად დამთავრდეს.

ჩინეთში, კი სამწუხაროდ მამაკაცების 52 პროცენტი მწეველია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×