რეზონანსი
09.03.2020

აშშ-ის სავაჭრო ბაზრები დაეცა - S&P 500-ის ინდექსი პირველივე წუთებში 6.9%-ით დაეცა, ხოლო Dow Jones-ი 7%-ით. S&P 500-ის დაცემის შემდეგ, ვაჭრობა 15 წუთით შეჩერდა.

თუ განახლების შემთხვევაში დანაკარგი 13%-ს მიაღწევს, ვაჭრობას კიდევ 15 წუთით შეაჩერებენ. თუ დაღმასვლა 20%-მდე დავა, ბაზრებს ერთი დღით დახურავენ.

5-პროცენტიანი ვარდნის შემდეგ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა შეჩერდა უოლ სტრიტზეც.

ინდექსების დაცემა ნავთობის ფასის დაკლებას მოჰყვა,რაც გამოიწვია „ოპეკი პლუსის" შეთანხმების ჩავარდნამ, რომლის შემდეგ ნავთობი რეკორდულად გაიაფდა და 1 ბარელი ერთბაშად 31 დოლარამდე ჩამოვიდა.

ნავთობზე ფასების ასეთი მასშტაბური კლება გამოწვეულია კორონავირუსის გამო, რადგან რუსეთი და საუდის არაბეთი ვერ შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების შემცირების ტენდენციებზე წლის ბოლომდე - დღეში 1.5 მილიონ ბარელამდე უნდა შემცირებულიყო ნავთობის მოპოვება ამ მაჩვენებლით ნავთობზე ფასების ამგვარი კლება 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ არ ყოფილა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×