თამთა ჩაჩანიძე
09.03.2020

„ჩინეთი, საფრანგეთი, იტალია და ინდოეთი ყველაზე უმსხვილესი ენერგომომხმარებლები არიან, ამ ქვეყნებში კორონავირუსის ფაქტორიდან გამომდინარე, მათი ეკონომიკური ინდიკატორების ვარდნამ, ენერგორესურსების მოხმარების ოდენობა შეამცირა, აქედან გამომდინარე ეს პირდაპირპროპორციულად აისახა ნავთოვბის ფასზე" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრ ვარდნას.

მსოფლიო ბაზრებზე ბარელი ნავთობის ფასი 31 დოლარამდე დაეცა. ნავთობის ფასის მსგავსი ვარდნა 1991 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

სააგენტო „ბლუმბერგი" წერს, რომ ფასების მასშტაბური კლება ნავთობზე დამოკიდებულ ქვეყნებს დაარტყამს და შესაძლოა, გლობალური პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს.

მაისაია ამბობს, რომ როდესაც მსხვილი ენერგომომხმარებელი ქვეყანა უკან იხევს ნავთობის მარაგი გროვდება, ჭარბი მარაგი კი ფასის ვარდნას იქვევს.

„მსოფლიოში ნავთობზე ფასის ვარდნა კორონავირუსის გავრცელებასთან პირდაპირ კავშირშია, მაგალითად, ჩინეთი, საფრანგეთი, იტალია და ინდოეთი ყველაზე მსხვილი ენერგომომხმარებლები არიან, ამ ქვეყნებში კორონავირუსის ფაქტორიდან გამომდინარე, მათი ეკონომიკური ინდიკატორების ვარდნამ, ენერგორესურსების მოხმარების ოდენობა შეამცირა, აქედან გამომდინარე, ეს პირდაპირპროპორციულად აისახა ნავთობის ფასზე.

„ქვეყნებს არ შეუძლიათ, რომ ნავთობი შეისყიდონ, ნავთობის ჭარბი მარაგი დაგროვდა და ამის გამო ფასები დაეცა, მოთხოვნა-მიწოდების ზღვარი ფაქტიურად არა-მოთხოვნის სასარგებლოდ გაჯერდა,რომელიც შემდეგ ნავთობის ფასზე აისახა, იგივე საუდის არაბეთმაც კი „ოპეკ პლიუსის" კარდინალური შეთანხმება დაარღვია, რომელიც თავის დროზე რუსეთთან დადო.

„ჩინეთი უმსხვილესი ენერგომომხმარებელია, მსოფლიო ენერგომოხმარების 25% ჩინეთზე მოდიოდა, კორონავირუსმა კი თავსი როლი ითამაშა და მსხვილ ენერგომომხმარებელმა უკან დაიხია.

„რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 40% და ბიუჯეტის 65% ნავთობის ფასებიდან შემოდიოდა, დღეს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი ნავთობის ფასზეა აგებული, თუ არ ვცდები, ერთ ბარელზე 45 დოლარზეა საუბარი, ანუ, დღეს რამდენადაც ვიცი, უკვე მნიშვნელოვნად ჩამოიწია, გამოდის, რომ დღეს რუსეთი საბიუჯეტო შემოსავლის ინდიკატორს ვერ ასრულებს, ფაქტიურად გამოდის, რომ რუსეთის სახლემწიფო ბიუჯეტი დეფიციტურ გარღვევაში გადის.

„საქართველო სერიოზული ნაბვთობსატრანზიტო ქვეყანაა, ანუ ჩვენც ვზარალდებით, ეს ენერგეტიკული კოლაფსი პირდაპირ ჩვენც გვეხება, კორონავირუსმა სამწუხაროდ მსოფლიოს საკმაოდ სერიოზული ზარალი მიაყენა.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნავთობზე ფასის ვარდნა ასევე სირიაში სიტუაციის გამწვავებასთანაცაა კავშირში" - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×