რეზონანსი
09.03.2020

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ფარულად შეხვდა.

აუდიეციის ამსახველი ფოტო “ტვ პირველმა” გაავრცელა, რის შემდეგაც გაჩნდა ვარაუდი, რომ ივანიშვილი ჯანდაცვის მინისტრად სწორედ გამყრელიძეს განიხილავს, რადგან ამირან გამყრელიძის პოპულარობა ეკატერინე ტიკარაძის რეიტინგს ბევრად აღემნატება.

შეხვედრას არ უარყოფს თავად ჩხარტიშვილი. მან აღნიშნული შეხვედრა დაადასტურა და განაცხადა, რომ ის მეგობარს პირად თემებზე სასაუბროდ შეხვდა.

"რა შუაშია მთავრობის ცვლილება, მეგობარს შევხვდი სამედიცინო საკითხებზე. მე რატომ უნდა შევხვდე ცვლილებებზე საერთოდ, რა ჩემი საქმეა? ეს პროვოკაციული თემაა", - განუცხადა "ტვ პირველს" ჩხარტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×