
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარე შეხვედრას ესწრება, ოპოზიციის ლიდერებს მიმართა.
„თქვენი ძალიან პრინციპული ბრძოლით, უნარით, გადალახეთ ბევრი წინააღმდეგობა, მიზნისკენ სწრაფვით, დიდი კვალიფიკაციით, რომელიც ამ ოთახში იყრიდა თავს, მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულების განმავლობაში სანატრელი იყო. ამას მიაღწიეთ ურთულეს ვითარებაში და მე ამ წუთას, მინდა ასევე, მადლობა ვუთხრა იმ სამოქალაქო აქტივისტებს, ვინც დაიწყეს ეს ბრძოლა და ძალიან პრინციპულად აწარმოეს. მე მიმაჩნია, რომ ქართული დემოკრატია დღეიდან ბევრად უფრო ძლიერ საფუძველზე დგას, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც აქ გაერთიანდნენ და მომავალს ხედავენ იმაში, რომ კი არ მოიპარონ, არამედ მიიღონ ის ხმები რომლებსაც მოსახლეობა მისცემს. ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ჩავუყარეთ ამით ჩვენი ქვეყნის სიკეთეს, სტაბილურობას, განვითარების შესაძლებლობას. ამისთვის მოვედი, რომ მრავალკვირიანი და რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ, რომელიც აქედან წარმოებდა და წარმომიდგენია, რამდენი საკითხი იყო მიმართული იმისკენ, რომ ეს ბრძოლა და ერთობა შესუსტებულიყო, რომ არც ერთი არ დანებდით და მტკიცედ მიიყვანეთ ბოლომდე. მადლობა მინდა გითხრათ", - მიმართა ოპოზიციის ლიდერებს გიორგი მარგველაშვილმა.