რეზონანსი
09.03.2020

კასპის მუნიციპალიტეტის მერი გადადგა. მანუჩარ მერებაშვილი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, თუმცა სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს ის თანამდებობიდან კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან კონფლიქტის გამო წავიდა, არ ადასტურებს.

"ნაციონალური მოძრაობის" კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მუნიციპალიტეტში ხელისუფლებას დამოუკიდებელი მერი არ სჭირდებოდა და მერებაშვილმა წასვლის გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიიღო. ნუგზარ ნინიაშვილის განცხადებით. მერის წინააღმდეგობის შემთხვევაში, საკრებულოში იმპიჩმენტის პროცედურა მზადდებოდა.

წყარო: “რუსთავი2“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×