რეზონანსი
09.03.2020

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობა თეიმურაზ ნაჭყებიამ დაიკავა.

მანამდე თეიმურაზ ნაჭყებია საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი იყო. ბოლო წლებში მას საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციები ეკავა.

ასევე უწყებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი რევაზ ბაღაშვილი გახდა. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე, რევაზ ბაღაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×