რეზონანსი
09.03.2020

„კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც იქნება პროპორციული და ეფექტური არსებული გამოწვევების გათვალისწინებით", - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

„დღეს ადამიანი, რომელმაც იცის, რომ აქვს ვირუსი და დამალავს ამ ფაქტს, არ დაიცავს ელემენტარული წინდახედულობის ნორმებს და სხვას დააინფიცირებს, ან საერთოდ არ დაისჯება, ან პირდაპირ ციხეში უნდა წავიდეს, შესაძლოა ორი ან ხუთი წლითაც კი. ამ ლოგიკით შესაძლოა მივიღოთ მოცემულობა, რომ ათეულობით და ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდეს, ან კანონმა არ იმუშაოს საერთოდ, რაც ცხადია დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ იქნეს შემუშავებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომები ეპიდემიის პრევენციისათვის და რაც მთავარია ეს ზომები იყოს პროპორციული და თანაზომიერი მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინებით", - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

წყარო: “პრაიმტაიმი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×