რეზონანსი
09.03.2020

"ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ იმ დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა, რა­ზეც ოპო­ზი­ცია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 8 მარტს შე­თან­ხმდა. საქ­მე ეხე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კითხს და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­წყვე­ტას.

ვა­შა­ძის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბით, გიგი უგუ­ლა­ვამ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა და­ტო­ვოს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბა­ში სა­უ­ბა­რი­ა­ი­რაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის, გი­ორ­გი რუ­რუ­ას და ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნის სა­კი­თხზეც, რო­მელ­თა გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი უნდა ამოქ­მედ­დეს, მათ შო­რის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლა.

მისი თქმით, აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ თამ­ლი­ან­თან, ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და რუ­რუ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახლო მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, გიგი უგუ­ლა­ვას სა­კი­თხზე კი პრე­ზი­დენ­ტმა უნდა გან­სა­ზღვროს, რა დრო დას­ჭირ­დე­ბა.

კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცია-ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ში შე­ვი­და არის ის, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცი­ებს წყვე­ტენ.

როგორც ვა­შა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, თუ მმარ­თვე­ლი გუნ­დი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შეს­რულ­დე­ბა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­ი­წყე­ბა.

"დღეს გვექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა და სა­ვა­რა­უ­დოდ, აქ­ცი­ებ­ზე მო­რა­ტო­რი­უმს გა­მო­ვა­ცხა­დებთ. ღმერ­თმა ნუ ქნას და თუ მო­ტყუ­ე­ბას აქვს ისევ ად­გი­ლი, გვეს­მის რა მოგ­ვი­წევს ხომ?!

თუ შეს­რულ­დე­ბა, მა­შინ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი კი არაა პი­კე­ტი­რე­ბა და ქუ­ჩა­ში დგო­მა. ეს არ იყო ცალ­მხრი­ვი დათ­მო­ბა. ჩვენ სრუ­ლად პრო­პორ­ცი­ულს ვე­ლო­დე­ბო­დით და ჩვე­ნი მხრი­დან ისიც კომ­პრო­მი­სია, რომ 30 მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ" - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×