რეზონანსი
09.03.2020

თბილისში, ვარკეთილში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

,,ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა თავდაპირველად ბოძს, ხოლო შემდეგ ევაკუატორს შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა ,,ნისანის" მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

წყარო: "report.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×