რეზონანსი
09.03.2020

უკვე მეორე დღეა, ქუთაისში ჰოლანდიელ ტურისტს ეძებენ. ახალგაზრდა მამაკაცი 7 მარტს გაუჩინარდა. დაკარგულის ძმის ინფორმაციით, სიიმ ვიგერი ბოლოს კაფეში მეგობართან ერთად იმყოფებოდა და მას შემდეგ სასტუმროში აღარ მისულა.

სასტუმრო "სტარ ჰოტელის" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ტურისტები მათთან 7 მარტს შევიდნენ, საღამოს კი, ერთ-ერთი მათგანი გაუჩინარდა, რის შესახებაც პოლიციას აცნობეს.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰოლანდიელ ტურისტებს სასტუმროში ირანელ ტურისტთან ქონდათ კონტაქტი და მცირედი უკმაყოფილება. ირანელთან კონფლიქტს არ ადასტურებს დაკარგული ბიჭის მეგობარი და ამბობს, რომ მასთან კონფლიქტი არ ჰქონიათ და არც ეჭვი აქვს მის მიმართ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×