რეზონანსი
09.03.2020

მსოფლიო ბაზრებზე "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი 31 დოლარამდე დაეცა. ნავთობის ფასის მსგავსი ვარდნა 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ პირველად მოხდა. ამერიკული ფინანსური გიგანტის, „გოლდმან საქს გრუფის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბარელი ნავთობის ფასი შესაძლოა, 20 დოლარამდე ჩამოვიდეს. ნავთობის ბაზრებზე ფასები 31 პროცენტით მას შემდეგ შემცირდა, რაც "ოპეკ პლუსის" ალიანსში უთანხმოებას საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ფასებზე დაპირისპირება მოჰყვა.

ასევე, დაეცა ტეხასური ნედლი ნავთობის ფასიც და ბარელის ფასმა 28.29 დოლარი შეადგინა. დოლართან მიმართებით შემცირდა ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ვალუტების ღირებულებაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×