რეზონანსი
09.03.2020

ამ დროისთვის თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებში 23 პაციენტია მოთავსებული, მათგან 3 წუხელ შეიყვანეს.

იმ პაციენტებიდან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე რჩება, კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა კი სხვებთან შედარებით ოდნავ დამძიმდა, ვინაიდან მას ტემპერატურა უფიქსირდება.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამ ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ერთს ორმხრივი ფილტვების ანთება დადასტურებული აქვს და ანალოგიურ მდგომარეობაშია, სავარაუდოდ, მეორე პაციენტიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×