რეზონანსი
08.03.2020

რუსთავის-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შს სამინისტროში „რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×