რეზონანსი
08.03.2020

დედა, რომელმაც ქუთაისის საავადმყოფოში სამი თვის ჩვილი სცემა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც ის „რუსთავი 2" -თან, საუბრისას აცხადებს, „რა მოხდა არ ახსოვს".

მისივე თქმით, ბავშვთან ერთად უკვე სახლში იმყოფება და ჩვილის გაზრდაში დედამთილი ეხმარება.

„არაფერი არ მახსოვს. ძალიან ცუდად ვიყავი. ორი ღამის უძილარი. რა, როგორ და რანაირად იყო. ნერვოზი გჭირსო და სამკურნალო ხარო. ბავშვს ინგალაციას ვუკეთებდი, რა დროსაც ტირილი დაიწყო. უბრალოდ მოვარტყი. ბებია და დედამთილი უვლის ახლა. ჩაბარებული მათ ჰყავთ," - აცხადებს ჩვილის დედა.

მისივე თქმით, საავადმყოფოდან იმიტომ წამოვიდნენ, რომ გადასახდელი თანხა არ ჰქონდათ.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს დედა სამი თვის ბავშვს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×