
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით საქართელოში კორონა ვირუსით დაინფიცირებული პირველი სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეოთხე პაციენტი კი ამ დრომდე მძიმედაა, მას აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, თუმცა მდგომარეობა მართვას ექვემდებარება.
„მეოთხე პაციენტი, რომელიც შემოვიდა ჩვენთან და მძიმე გამოხატული კლინიკა გვქონდა, მისი მდგომარეობა ახლაც მძიმეა, თუმცა სტაბილურად. რენდგენოლოგიურად მასთან პნევმონიის ნიშნები არ შეინიშნებოდა, მაგრამ პირველივე დღიდან მისი სიმძიმე შეფასებულ იქნა, როგორც ფილტვების ანთება და დაწყებული იქნა შესაბამისი მკურნალობა. დინამიკაში ცხელების გახანგრძლივების გამო კი ჩატარდა კომპიუტერული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ არის ორმხრივი პნევმონია. მდგომარეობა ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება. კლინიკური მონაცემებით, მასთან არის ცვლილებები, რომლის მართვაც ამ ეტაპზე შესაძლებელია.
დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა ვლინდება მსუბუქი მიმდინარეობით, ზოგთან ცხელება გვაქვს დაბალი, ზოგთან იშვიათი ხველა, ზოგთან სხვა ნიშანი. ყველასთან რაღაც ერთი ორი ნიშანი შეინიშნება, რომელიც არ ღრმავდება და არ უარესდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.