რეზონანსი
08.03.2020

მსახიობ ანა ჩირაძის კუთვნილ ტერიტორიაზე, ამხანაგობა “ვერე 1999”-მა მრავალსართულანი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო. ბიზნესმენ მურთაზ გვდიანს საცხოვრებელი 2005 წელს უნდა ჩაებარებინა, თუმცა ფართი, რომელიც მსახიობ ანა ჩირაძეს და დედამისს უნდა მიეღოთ, რამდენჯერმე მათ დაუკითხავად გაიყიდა. გვიდიანი თაღლითობისთვის დაიჭირეს. სახლი, რომელიც ჩირაძის ოჯახს უნდა მიეღო მსახიობ იმედა კახიანისსაკუთრებაში აღმოჩნდა.

“17 წელი ეს თაღლითი ადამიანი, არაფერს არ მეუბნება, მაპამპულავებს. ალბათ მოსყიდული ყავს ყველა. უსამართლობის განცდა ყველაზე ცუდია. ნახევარი ცხოვრება გავიდა, 17 წელი გავიდა” – აცხადებს ანა ჩირაძე.

ანა ჩირაძის ოჯახმა უკვე მიმართა ვერის პოლიცია. დღეს მათ შეიტანეს განცხადება გვიდიანის წინააღმდეგ. ჩირაძე საქმნეს სამართლებრივად მიჰყვება და ითხოვს სამართლიანობის აღდგენას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×