რეზონანსი
08.03.2020

გორში, კვერნაქის დასახლებაში ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიულზე ამობრუნდა. ავარიის დროს მანქანაში 14 და 18 წლის ბიჭები ისხდნენ.

ორივე მათგანი გადაყვანილია ,,გორმედის კლინიკაში, ერთ-ერთ მათგანს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები.

„ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი დახმარება, პარალელურად, გრძელდება კვლევები. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ექიმმა ვიტალი სავანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×