რეზონანსი
07.03.2020

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, ბოლო დღე­ებ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა.

„ბოლო დღე­ებ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა. დღეს ჩვენ­თან პა­ცი­ენ­ტე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა - 50 პა­ცი­ენ­ტი წევს. მათ­გან 18-ის პა­სუ­ხი უკვე მო­ვი­და და უარ­ყო­ფი­თია. ასე, რომ 18 პა­ცი­ენ­ტი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ტო­ვებს კლი­ნი­კას და წავ­ლენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, ან კა­რან­ტინ­ში. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა კლი­ნი­კა­ში გვაქვს 11. ამ პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან ორი და­ინ­ფი­ცირ­და ირან­ში, და­ნარ­ჩე­ნი - იტა­ლი­ა­ში, ხოლო ბოლო ორი პა­ცი­ენ­ტი იტა­ლი­ა­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტის შე­დე­გად.

მდგო­მა­რე­ო­ბა ერთი პა­ცი­ენ­ტის არის სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, მას აქვს ორ­მხრი­ვი სე­რი­ო­ზუ­ლი პლევ­მო­ნია და უტარ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ არის, ჩვე­ნი სი­ფხიზ­ლე და ყუ­რა­დღე­ბა გა­მარ­თლდა, ეს პა­ცი­ენ­ტი მარ­თლაც სა­ჭი­რო­ებს სე­რი­ო­ზულ ყუ­რა­დღე­ბას, თუმ­ცა, ამ პა­ცი­ენტს არ აქვს ის ნიშ­ნე­ბი და ორ­გა­ნო­თა ფუნ­ქცი­ის მხრივ ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თოდ ით­ვლე­ბა. მის სი­ცო­ცხლეს ამ­ჟა­მად არა­ვი­თა­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე შემ­თხვე­ვი­სა, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს პა­ცი­ენ­ტი გა­ნი­კურ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×