რეზონანსი
07.03.2020

ამირან გამყრელიძეს თვალი არ მოუხუჭავს, არ დაუსვენია, საზოგადოების დამშვიდებასაც და ზომების მიღებასაც ასწრებდა!.. , - ამ შინაარსის პოსტით სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი ამირან გამყრელიძის მიმართ კრიტიკას ეხმაურება.

„ევროპელ ექიმებზე ადრე იჭერდა ყველაფერში თადარიგს, ამდენი ხანია ვირუსს ქალაქში არ გამოუღწევია, არადა ევროპის დიდ ქალაქებში ყველგან გაფანტულია უკვე და ასობით - დაავადებული ჰყავთ ყველგან, თუ ათასობით არა!.. ამირან გამყრელიძეს, როგორც ჩვენს ნუგეშს და იმედს, ასე შევყურებთ და ყველა ვემადლიერებით, ვაქებთ და ვადიდებთ სწორედ რომ დამსახურებისამებრ!!!.. საერთაშორისო ორგანიზაციებმაც განსაკუთრებით აღნიშნეს ჩვენი ამირანის და მთელი გუნდის პროფესიონალიზმი!..

აი, მტერი თუ არ ხარ, როგორ უნდა გაგიხარდეს და ენა მოგირტიალდეს ამირან გამყრელიძეზე, ან მის შვილზე. .. ნიკას გადაედო ერთი დუპლეტის გამო, რომელმაც ოჯახთან ერთად, იტალიიდან ჩამოიტანა კორონა-ვირუსი და თან თათბირი ჩაატარა, სადაც გადასდო ამ ადამიანს. ნეტა მეტი ექიმი არ იყოს ინფიცირებული!.. ნიკოლოზ გამყრელიძე არ ყოფილა საზღვარგარეთ (არ აჰყვეთ ბოროტ ჭორებს!)!!!

(თან ის ნამოგზაურები იდიოტიც მეცოდება, მძიმედ ყოფილა) ღმერთო, ყველას უშველე !)

რა შუაშია ამირან გამყრელიძე, ან ნიკოლოზ გამყრელიძე, უნდა დასიზმრებოდათ, რომ კორონავირუსიანი გვერდით მიუჯდებოდა?! რა ხელების დაბანა და პირბადე უშველიდა, თათბირს თუ ერთად ატარებდნენ?!. ან ასეც რომ არ იყოს, ამირან გამყრელიძეზე ენა როგორ უნდა მოგიტრიალდეს? და რაო? ამერიკაში „ყველაგან ამაზე ილაპარაკებდნენ და მოაშორებდნენო", ვაი, თქვენს პატრონს, რა ცუდად იცნობთ ამერიკას და ამერიკელ ხალხს.. ზუსტად რომ ძეგლს დაუდგამდნენ ამირან გამყრელიძესაც და მის შვილსაც, რომლებიც იმდენს ზრუნავენ ხალხზე, საკუთარი ოჯახის წევრები აღარ ახსოვთ და საკუთარ უსაფრთხოებაზე ყველაზე ნაკლებად რომ ფიქრობენ!.. და ვისაც ამ ადამიანებზე ენა ცუდად უტრიალდება, ის მორალისგან და ზნეობისგან ძალიან შორს დგას,.. და ყველაფრის ღირსია...

ამირან გამყრელიძეს ერთი შვილი ტრაგიკულად დაეღუპა,

მეორე ახლა ვირუსს ებრძვის!", - წერს მანჩო გიორგობიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×