რეზონანსი
07.03.2020

ბათუმი- ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც თვითმხილველებმა ამბობენ ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შემთხვევა ჩაქვის გვირაბთან მოხდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმედ ან ნაკლებად მძიმედ დაზიანება გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×