რეზონანსი
07.03.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა, სტაბილურია.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ნიკოლოზ გამყრელიძემ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება გამოიჩინა და საავადმყოფოს თავად მიაკითხა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აქვს მინიმალური სიმპტომები, ტემპერატურა 37. 3. სხვა გადახრები მას არ აღენიშნება. ის თავად მოვიდა აქ, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება გამოიჩინა, ასე უნდა იქცეოდეს ყველა", - განაცხადა ცერცვაძემ

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×