რეზონანსი
07.03.2020

სოფელ აძვიდან გატაცებული 65 წლის ელდარ გუნდიშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას ლიდერის, დათო ქაცარავას თქმით, გუნდიშვილს ოკუპანტები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნება. ასაკოვან მამაკაცს შიდა ქართლის პოლიციაში 2 საათზე მეტ ხანს ჰკითხავდნენ. გუნდიშვილის მდგომარეობით, ასევე საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი უკანონო ტყვე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაინტერესდა და ის ხვალ საოკუპაციო ხაზთან ჩავა და მამაკაცს სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენსრომის პაპი საკვირაო ლოცვას ონლაინ ჩაატარებს. ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, დილის ლოცვები 15 მარტანდე ონლაინ გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის პაპი „მსუბუქად ავად" იმყოფებოდა. მოგვიანებით, იტალიურმა პრესამ აღნიშნა, რომ პაპს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×