რეზონანსი
07.03.2020

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს იმ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რომის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა როგორც საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე იტალიის სხვა შესაბამის სტრუქტურებთან.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის მკურნალობას გადის ისეთივე მეთოდით, როგორც იტალიის და სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეები. საელჩო 24 საათიან კომუნიკაციაშია ამ ადამიანთან. მივაწოდეთ შესაბამისი პირველადი საჭიროების ნივთები. ასევე მუდმივად ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოკითხვა. საელჩო კომუნიკაციაშია არა მარტო მასთან, არამედ კლინიკასთან და იტალიის სხვა შესაბამის სამსახურებთან. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", -განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით იტალიაში მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ და ამ კუთხით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×