თამარ შუკვანი
07.03.2020

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს, ევროპაში ჰეგემონი გახდეს და ამიტომ სურს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა დაამყაროს. მაისაია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალდებას გამართლებულს უწოდებს, რომელმაც პრეზიდენტი მაკრონი ორმაგ თამაშში დაადანაშაულა.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ მაკრონი ძალისხმევას არ იშურებს რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, „ნორმანდიული ფორმატის" დანარჩენმა ორმა ლიდერმა - ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა გააძლიერონ.

ზელენსკიმ ფრანგი კოლეგა ორ ფრონტზე თამაშში დაადანაშაულა. „გარდიანთან" ინტერვიუში უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია ემანუელ მაკრონის ძალისხმევით დაამყაროს უფრო მჭიდრო ურთიერთობები რუსეთთან.

„ზელენსკი გააღიზიანა მაკრონის ორმა პოზიციამ. პრობლემა ისაა, რომ მერკერი გახდა „კოჭლი იხვი" - ის უკვე მიდის პოლიტიკიდან და მისი პოლიტიკური ბერკეტები, გავლენის სფეროები გაცილებით სუსტია. გერმანია გლობალურ დონეზე ნაკლებად მნიშვნელოვან როლს თანაშობს. პუტინს სურს დააკანონოს ის მსოფლიო წესრიგი, რაც დღეს არსებობს, სადაც სამი ძირითადი გავლენის ცენტრია - აშშ, რუსეთი და ჩინეთი.

„ბრექსიტის პროცესმა გამოთიშა ბრიტანეთი საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ჩართულობისაგან. საფრანგეთი გლობალურ ჰეგემონობას ცდილობს. მაკრონს სურს, რომ საფრანგეთი დიდი გავლენის ცენტრების სიაში შეიყვანოს. პუტინმა პრაქტიკულად გადაიბირა მაკრონი მის მხარეზე და ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს „ნორმანდიული ფორმატის" სამიტზე.

„მაკრონი ნამდვილად ორმაგ თამაშს თამაშობს, ცდილობს რუსეთთან სტრატეგიულ მეგობრობაში შევიდეს და მის მეშვეობით შეეცადოს გახდეს გლობალური წესრიგის ერთ-ერთი მთავარი აქტორი," - უთხრა „რეზონანსს" მაისაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის „ნორმანდიული ოთხეულის" სამიტის მორიგი შეხვედრა დანიშნული არ არის. რაც შეეხება დეკემბერში გამართულ სამიტს, ის უშედეგოდ დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×