რეზონანსი
07.03.2020

სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ქვეყანაში გახშირებულ ფემიციდის შემთხვევებს ეხმაურება:

"ქალთა მიმართ ძალადობას ერთად უნდა ვებრძოლოთ! ძალადობამ აშკარად სისტემური ხასიათი მიიღო და დღითიდღე სულ უფრო საგანგაშო ხდება! ვერც კი გამოვხატავ იმ შემაძრწუნებელ გრძნობას, რაც ამ საშინელი მკვლელობების შემხედვარე მეუფლება.

რა გჭირთ კაცებო, რა დაგემართათ, რა სისხლი გადაგისხეს და ხელს როგორ წევთ ქალებზე, რომლებიც თქვენი მეუღლეები, თქვენი დები, დედები, ან შვილების დედები არიან? ესეთი სასტიკები და დაუნდობლები ჩვენი ქვეყნის მტრების მიმართ იყავით, მრავლად გვყავს ირგვლივ"- წერს დავით ქაცარავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×