რეზონანსი
07.03.2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 7 მარტიდან 16 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დროებით ზღუდავს მოქალაქეების მიღებას. ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ორბელიანების სასახლეში არ ჩატარდება პრეზიდენტის ოფიციალური ღონისძიებები ასევე, გადაიდო სასახლის დამთვალიერებელთა ექსკურსიები.

„თუმცა სხვადასხვა საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ ცხელი ხაზზე: +99532 2288888 ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@president.gov.ge. აღნიშნული შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×